ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტს დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ანკარაში ნატო-ს სამიტს დაესწრება.
როგორც მედია იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუბიომ აღნიშნა, რომ მომავალი შეხვედრა შესაძლოა ალიანსის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, რადგან რიგი საკითხების გარკვევა და გადაწყვეტაა საჭირო.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატების წევრობის შენარჩუნების მიუხედავად, ნატო მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს.
„შეერთებული შტატები ნატოში რჩება და ჩვენ იქ ვიქნებით“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ნატოს სამიტი თურქეთის დედაქალაქში 7-8 ივლისს გაიმართება.