გია ვოლსკი: აქვს თუ არა საფუძველი, მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? – არა, იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს

აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? – არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაევროპული და პრორუსული უწოდოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მან ზოგადად მიმოიხილა ის პროცესები, რომელიც 2022 წლიდან საქართველოსთან მიმართებით ვითარდება.

„კიდევ უფრო კონკრეტული გახდა ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით: გერმანიის კანცლერის მხრიდან, სახელისუფლებო რგოლების მხრიდან, არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ მათი დაპირისპირება რუსეთთან გარდაუვალია, თუმცა სხვანაირად ფიქრობს ის ოპოზიცია, რომელიც უკვე მათზე პოპულარულია. გერმანიისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში განვითარდეს დაპირისპირების ის ხარისხი, რომელიც მათ რუსეთის შემაკავებელ ფაქტორად წარმოუდგენიათ. რადგან არ ემორჩილები – შესაბამის პასუხს გაძლევენ. ეს იმ სცენარის ერთ-ერთი მონაკვეთია, რომელიც 2022 წლიდან შემოგვთავაზა ბრიუსელმა – ანუ არ დგები ცალ ფეხზე? ზუსტად იმას მიიღებ, რასაც ახლა ვხედავთ. ავიღოთ კაია კალასის, მარტა კოსის, კუბილუისის განცხადება, ბიბისის თემა; აქვს თუ არა საფუძველი მაგალითად ჯო უილსონს, რომ დაგვაბრალოს ტერორისტული აქტივობები? – არა. იმავენაირად არ აქვს უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სტრუქტურას, რომ საქართველოს არაევროპული და პრორუსული ხელისუფლება უწოდოს.

ვეუბნებით, რომ თანხა შემოიტანეთ რამდენჯერმე და ეს თანხა ვიხილეთ რუსთაველზე. ერთი კაცი დაისაჯა და ისიც სალომე ზურაბიშვილმა გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს წვავდა. ეს მოხდა და მოდით, შევთანხმდეთ იმაზე, რომ მომავალში თქვენი თანხა როცა შემოვა, თქვით რისთვის შემოგაქვთ. მაყურებელს უნდა შევახსენოთ: შალვა პაპუაშვილთან იყვნენ მსხვილი დამფინანსებლები და თქვეს, რად გინდათ ამ კანონის მიღება – რატომ გავიწვიეთ პირველად ის კანონი გახსოვთ და ოპოზიციაში დაიწყეს, აი შეეშინდათ, უკან გაიწვიეს… მაგრამ, რომ შევამჩნიეთ რომ არათუ იკლო, არამედ იმატა ინტენსივობამ შავი ფულის შემოტანის, სხვადასხვა აქტივობების დაფინანსების, მაშინ მივიღეთ კანონი, ისეთი როგორც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია მიღებული. გადახედეთ კვლევებს, სტატისტიკებს და დაინახავთ, რომ იმ სტანდარტების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს ევროპის შემადგენლობაში, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ პროევროპულობის თვალსაზრისით. როცა შენ ეს ფაქტი გაქვს და ამის საპირისპირო განცხადება გაქვს მარტა კოსის, ან თუნდა გერმანიის კანცლერის, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ბუდობს სხვა გეგმა, კონსპირაცია, რომელიც იმ სცენარის ნაწილია, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს მარიონეტული გაერთიანება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები