“ჩემი შვილიშვილის ნათლია იყო” – ვინ არის კაცი, რომელიც სენაკში მეზობელი ქალის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მეზობელი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი გარდაცვლილის შვილის ნათლიაა.

მოკლულის მამა მომხდარის დეტალებს “ტვ პირველთან” იხსენებს.

“9-10 საათი იქნებოდა ჩემ შვილს რომ ვუთხარი დასაწოლად წასულიყო. კარის ხმა რომ გავიგე, მალევე თოფის გასროლის ხმა მოჰყვა, გარეთ რომ გამოვედი ძირს ჩემი ქალიშვილი ეგდო, სისხლში ცურავდა, ჭიშკრისკენ რომ გავიხედე კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა, შემდეგში გავიგე, რომ ეს ჩემი შვილიშვილის ნათლია მერაბ ჭითავა იყო.
​ვითხოვთ, რომ მაქსიმალურად დაისაჯოს ეს ადამიანი,” – ამბობს მოკლული ქალის მამა.

შეგახსენებთ, სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები