ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა
საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, ხულოში სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
“ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, სოფელ ბაკოში, სელიმ ხიმშიაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო მის ხსოვნას. მან ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები და საზოგადოების წევრები.
თურქ დამპყრობლებთან ბრძოლა დიდმა სელიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შეძლო. 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავი მოჰკვეთეს, სადაც უდრეკად და ამაყად თქვა მან ისტორიული სიტყვები – “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ”.
სახალხო დღესასწაული „სელიმობა“ სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავის აღსანიშნად დაფუძნდა, პირველი „სელიმობა“ კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა”,- წერია ინფორმაციაში.