მარკო რუბიო: სულ მცირე, რუსთთან ურთიერთობა და დიალოგი უნდა გვქონდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება და დიალოგის გაგრძელება უნდა უზრუნველყოს.

„ვფიქრობ, ორი საკითხია განსახილველი. ერთი არის უკრაინაში ომი, რომლის დასრულებაც მოლაპარაკებების გზით გვსურს და ამის გარდა, არის ორმხრივი ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი თუ არა, მეორე უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს. სულ მცირე, რუსებთან ურთიერთობა და დიალოგი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები