გია ვოლსკი – რუბიოს განცხადებაზე: სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, რეალობაში თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი

სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, უადგილოა და ყოველგვარ სერიოზულობას არის მოკლებული, – ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებასთან დაკავშირებით რადიკალების სპეკულაციებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი.

„ყველამ თავის მხარეს არ უნდა გადაქაჩოს საბანი, დავანებოთ ყველაფერს თავი, ამ პოლიტიკურ კინკლაობას. აი, კინკლაობა ეს არის, რასაც ისინი ცდილობენ, რომ განავითარონ. რეალობაში თქვა, [რუბიომ]რომ ტრაექტორია შესაცვლელია ორმხრივ ურთიერთობაში და ამით ყველაფერია ნათქვამი. სერიოზული დამატებაა იმ განცხადებაზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები