თორნიკე ჭეიშვილი – ოპოზიციაზე: მათ დააგვიანდათ დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით
“მათ დააგვიანდათ შესაბამისი დასკვნების გაკეთება თუნდაც, ბოიკოტის წამგებიანობასთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ისინი თავის დროზე წავიდნენ პოლიტიკურ ვა-ბანკზე. ეს მოხდა გარეკურატორების კარნახის გათვალისწინებით. თუმცა, დღეს უკვე ლაპარაკი იმის შესახებ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო თუ არასწორი, ნამდვილად დაგვიანებულია იმიტომ, რომ რეალურად ბოიკოტი გამოუცხადეს უპირველესად, საკუთარ ამომრჩეველს“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.