თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან უწყების თანამშრომლები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
გარდა ამისა, ადგილზე სამართალდამცავი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.