ფუკუშიმაში დათვის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

იაპონიის ქალაქ ფუკუშიმაში შავი დათვი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს, რის შედეგადაც ოთხი მოქალაქე დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდაპირველად მტაცებელმა ცხოველმა ქარხნის ორი თანამშრომელი დააზიანა, მოგვიანებით კი კიდევ ორ ადამიანს დაესხა თავს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინციდენტის შემდეგ პოლიციამ და სპეციალურმა სამსახურებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს და დათვის მოსაძებნად ოპერაცია დაიწყეს, მოსახლეობას კი სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

იაპონიაში დათვების მიერ ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევები ბოლო წლებში გახშირდა, რასაც სპეციალისტები ცხოველთა ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოს ცვლილებასა და საკვების დეფიციტს უკავშირებენ. ქვეყნის გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მხოლოდ გასულ წელს ამ მიზეზით 13 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები