მარკო რუბიო: საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესება

WASHINGTON, DC - MARCH 22: Sen. Marco Rubio (R-FL) talks about bipartisan legislation to create "red flag" gun law during a news conference at the U.S. Capitol March 22, 2018 in Washington, DC. The law would make it possible for a judge to place a restraining order on a person's gun ownership if there is evidence that he or she has become a danger to themselves or others. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ  კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარეს განუმარტეს, თუ რა იქნება ამისთვის საჭირო და რა მოთხოვნებია ამისთვის.

„საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება. მათ გვკითხეს, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის. ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის, არამედ მათი ქცევისაც“, – აღნიშნა რუბიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები