დავით მათიკაშვილი: საქართველო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის

“საქართველო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის მზად არის,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„გაფუჭებული ურთიერთობა, სამწუხაროდ, არის დამსახურება ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებისა, რაც იყო საქართველოსთან მიმართებით. შესაბამისად, უსამართლო დამოკიდებულებით გაფუჭებული ურთიერთობა სამართლიანი დამოკიდებულებით უნდა გამოკეთდეს და გაუმჯობესდეს და ეს ასეც იქნება, ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, თუკი ურთიერთობა იქნება სამართლიანი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

“ქრონიკის” ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები