უკრაინული მედია: საქართველოში არჩევნები ახალი სისტემით ტარდება, რომელიც ხელისუფლების მონოპოლიზაციის შესაძლებლობას არ იძლევა

უცხოური მედია საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აქტიურად აშუქებს.

უკრაინული გამოცემა, წერს რომ ორ წამყვან პარტიას “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” კოალიციის შექმნა მოუწევთ.

როგორც Eurointegration წერს, საქართველოში არჩევნები, პირველად, ახალი სისტემით ტარდება, რომელიც ართულებს ხელისუფლების მონოპოლიზაციას, ასევე კოალიციური პარლამენტის შექმნის შანსებს ზრდის, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების გათვალისწინებით.

“კერძოდ, არჩევნები ტარდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რაოდენობას შემცირებით 73-ის ნაცვლად 30-მდე. პროპორციული სისტემით დეპუტატების რაოდენობა 120-დან 77-მდეა იქნება შემცირებული. პარლამენტში გამსვლელი ბარიერი მხოლოდ 1%-ს შეადგენს, პარტია კი, რომელიც 40,54%-ზე ნაკლებ ხმას მიიღებს, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებს. მოსალოდნელია, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს ახალ პარტიებს პარლამენტში მოხვდნენ, ორ წამყვან პარტიას “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას”, მაღალი ალბათობით, პატარა პარტიების მეშვეობით კოალიციის შექმნა მოუწევთ”,- წერს გამოცემა.

ასევე, აღინიშნება, რომ გუშინ საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის ფორმირებას არ აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები