პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს სამძიმრის წერილი მიიღო.
როგორც წერილშია აღნიშნული, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
2020 წლის დეკემბერში წილად მხვდა მის უწმინდესობასთან შეხვედრის განსაკუთრებული პატივი, რამაც ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემზე ღრმად იმოქმედა მისმა თავმდაბლობამ და გულწრფელმა მზრუნველობამ – რაც მისი სულიერი ლიდერობისა და ადამიანურობის სიძლიერეზე მეტყველებს.
განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ მის მხარდაჭერასა და რჩევებს COVID-19 პანდემიის რთულ პერიოდში. ჩვენს საქმიანობაზე ასევე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მისი უწმინდესობის ხედვამ და ინიციატივებმა. შთაგონების წყაროდ იქცა მისი წინადადება, შეგვესწავლა მუსიკის დადებითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ ხედვაზე დაყრდნობით, ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა ოფისმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა ხელოვნებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.
ამ ღრმა დანაკარგს იზიარებს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ქრისტიანული სამყარო და ყველა, ვის ცხოვრებასაც კვალი დაატყო მისმა სიბრძნემ და თანაგრძნობამ.
გლოვის წუთებში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.