“პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთში სერგეი გავრილოვს შეხვდებიან 

რუსული მედიის ინფორმაციით, დუმას კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა “პატრიოტთა ალიანსის” წევრებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გავრილოვის პრესსამსახურის განმარტებით, გავრილოვი მზადაა ქართველ დეპუტატებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეხვდეს, მაგალითად შვეიცარიაში.

“სერგეი გავრილოვმა რუსეთში ქართველი დეპუტატების დაგეგმილ ვიზიტზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრისთვის მზად არის,” – წერია გავრილოვის პრესსამსახურის განცხადებაში.

ამასთან, გავრილოვმა ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვიზიტი, როგორც საქართველოში შიდა პოლიტიკური მოვლენებისადმი “ჯანსაღი რეაქციის” გამოვლინება, შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი საკუთარ “ფეისბუქგვერდზე” ვლადიმირ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და მას ღირსეული და დროული უწოდა.
ქართველ დეპუტატთა ჯგუფი „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატის გიორგი ლომიას ხელმძღვანელობით მოსკოვში კვირას, 14 ივლის ჩადის. მათ შეხვედრები ექნებათ სახელმწიფო სათათბიროშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები