სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტიგრან მუკუჩიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
არჩევნებში ცხრა პოლიტიკური პარტია და ორი ალიანსი მონაწილეობს.
ვადამდელი არჩევნები სომხეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც საპროტესტო აქციების შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგა. ამის შემდეგ, მთავრობას სათავეში დროებით ნიკოლ ფაშინიანი ჩაუდგა. ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 16 ოქტომბერს, საკუთარი ნებით იმის გამო დატოვა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო.