“ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ” – გიორგი არველაძემ ქართველი სტუდენტები გალანძღა

თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი,-ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ სოციალური ქსელიდან ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.
არველაძის ამ სტატუსმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ყოფილმა მინისტრმა პოსტი მალევე წაშალა.
“საქართველოს ახალგაზრდობავ და სტუდენტობავ, თქვენ ხართ ზარმაცი უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი. უპასუხისმგებლო ნახირი, ფასეულობებისა და ინტელექტის გარეშე. სამარცხვინონი.
ქაქში ცხოვრებას იმსახურებთ და ზუსტად ეს გელით,-წერდა არველაძე.
მოგვიანებით კი სტატუსი კვლავ განაახლა, რომელიც ასეთი შინაარსისაა:
“დღეს რომ აკაკი და ილია ცოცხლები იყვნენ, ერთი იტყოდა “ფურთხის ღირსი ხარ საქართველოო”, მეორე კი იტყოდა, რომ ჩვენ ვართ “ქედდრეკილი, მანკიერი, ქვემძრომელი, ცრუ, ყრუ, მუნჯი, უნჯი, მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, ცბიერი და ფლიდი ერი”,-წერს არველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები