“დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს”

“სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს არჩევანის გაკეთება სიცრუესა და სიმართლეს შორის, ძალადობრივ რეჟიმსა და იმ თავისუფალ განვითარებას შორის, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა ახორციელებს”, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლიდან ყველა არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყო.
„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც არჩევნების დღეს დარჩნენ სახლში და რაღაც მიზეზების გამო, არ დააფიქსირეს თავისი ხმა. ვფიქრობ, ეს ადამიანები დარწმუნდნენ იმაში, რომ მათ ხმას აქვს ძალიან დიდი ფასი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს არჩევანის გაკეთება სიცრუესა და სიმართლეს შორის, ძალადობრივ რეჟიმსა და იმ თავისუფალ განვითარებას შორის, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა ახორციელებს.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენი ხალხის გონიერების მჯერა და იმისიც მჯერა, რომ საფრთხეებს ყველანი ერთად ავარიდებთ თავს. ეს არჩევნები, ისევე, როგორც 2012 წლიდან ყველა არჩევნები, იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე. მჯერა, რომ ესეც ასეთივე ვითარებაში წარიმართება”, – განაცხადალ მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები