კახა კალაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.
კალაძის თქმით, სწორედ “ნაცმოძრაობის” პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს.
„მე მგონი, სიახლე არ იყო. ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რა იყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსნებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები