აჩი ფურცელაძე: გამაგებინეთ, ვაშაძეს პიარკამპანიას რომანოვი რომ უწევს, რატომ? სხვები ვერ მოვნახეთ?(ვიდეო)

“გამაგებინეთ ვაშაძეს პიარკამპანიას რომანოვი, რომ უწევს, რატომ? სხვები ვერ მოვნახეთ? “ – ამ სიტყვებით მიმართა მომღერალმა აჩი ფურცელაძემ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერის გადაცემაში “პირველები”.
აჩი ფურცელაძე, რომელიც 12 წლის წინ საქართველოდან წავიდა და რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში, მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში შარშან დაბრუნდა. მომღერალი მხარს საპრეზიდენტო დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. როგორც მან გადაცემის მსვლელობის დროს აღნიშნა, მას სჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“რაც შეეხება პროევროპა და ევროპა რომ უჭერს მხარს ვაშაძეს, გამაგებინეთ, რომანოვი ამ პიარკამპანიას რატომ უწევს, გასაგებია რომელი ქვეყნიდანაც არის, რატომ? სხვები ვერ მოვნახეთ? ეს რუსეთის ტიპები რომ არიან და ეს რომანოვი სელფ-ვიდეოთი რომ ულოცავს ვაშაძეს უკვე, ვაშაძის გამარჯვებას ასე ლაღად რომ აღნიშნავთ, უკვე? არჩევნები დასრულდა? არჩევნების მეორე ტურის თარიღი ჯერ ხომ ცნობილი არ არის? – აცხადებს აჩი ფურცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები