გიორგი კახიანი: საპატრიარქოში ირაკლი კობახიძის დღევანდელ შეხვედრას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის თქმით, საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. მისივე თქმით, შეხვედრა არც მარიხუანას ეხებოდა, რადგან ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია.
„ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. ესეც ამ ტიპის მიმდინარე შეხვედრა იყო. არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია.
​მარიხუანას თემაზე პოზიცია ძალიან ნათლად დავაფიქსირეთ და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან. ეს საკითხი პარლამენტიდან გამოწვეულია. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებისა და საპატრიარქოს პოზიცია გავიგეთ”, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები