კახა კალაძე: ოპოზიციის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციის წინააღმდეგ საზოგადოების წარმომადგენლების მიერ გამართულ და დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ყველაფერს “ქართულ ოცნებასთან” არანაირი კავშირი არ აქვს.
მისივე თქმით, თუ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდი რაიმე ღონისძიებას დაგეგმავს, ამის შესახებ მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია.
„ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებს. თუ კონკრეტული ადამიანი გამოდის და სხვადასხვა ფორმით აკეთებს განცხადებას, ეს მისი პირადი საქმეა. „ქართულ ოცნებასთან“ აქციებს კავშირი არ აქვს. თუ საარჩევნო კამპანიის კონტექსტში ჩვენ რამე ღონისძიება გვექნება, ამ ინფორმაციას მოსახლეობას მივაწვდით და პირველ რიგში, გეცოდინებათ თქვენ, ჟურნალისტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში საზოგადოების წარმომადგენლებმა რამდენიმე აქცია გამართეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქციები 11 ნოემბრიდან რეგიონებშიც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები