ზაქარია ქუცნაშვილი: გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა ქვეყანაში დაძაბულობის შესაქმნელად სურს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცადებით, პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტის თანამდებობა შეწყალების უფლების მოსაპოვებლად და ქვეყანაში დაძაბულის შესაქმნელად სურს.
ამის შესახებ ზაქარია ქუცნაშვილმა განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნციაზე გააკეთა.
„ვაშაძის ინტერვიუმ ცხადჰყო, თუ რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი. ნათელი და ცხადი გახდა ჩვენი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ვაშაძე და მისი ჯგუფი იბრძვის მხოლოდ ორი რამისთვის: ერთია შეწყალების პრივილეგიის უფლების მოპოვება, რომ ამის მოპოვებით გამოიმუშავოს მისთვის გადახდილი ფული, დამნაშავეები და მოძალადეები გაათავისუფლოს ციხიდან. მეორე მხრივ, უმაღლესი წარმომადგენლობითი თანამდებობა გამოყენებული იქნას არა ქვეყნის წარმოსადგენად, არამედ ქვეყანაში აქციების, მიტინგების გასამართად. პრეზინეტობის კანდიდატი ამბობს, რომ მე როგორც პრეზიდენტი მოვუწოდებ ხალხს აქციებისკენო და ვერ ასახელებს, რა შეიძლება გახდეს აქციების ჩატარების მიზეზი, როგორც წესი აქციების ჩატარების ინიციატორი უნდა იყოს, არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ხალხი. მისი განცხადება მიანიშნებს იმას, რომ მას პოლიტიკური დავალება, დაკვეთა აქვს რომ უმაღლესი წარმომადგენლობითი პოლიტიკური თანამდებობა გამოიყენოს არა ქვეყნის წარმოსადგენად, არამედ ქვეყანაში დაძაბულობის, პოლიტიკური პროცესების სხვა მიმართულებით წასამართავად“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეარხ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტის პოსტი მისთვის იქნება ერთგვარი პლატფორმა, საიდანაც გაუძღვება ოპოზიციურ საპროტესტო მოძრაობას.
“ვერავინ შემაჩერებს მე, ვუხელმძღვანელო პოლიტიკურ პროცესს. მე შევხედავდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამხოლოდ “ქართულ ოცნებას”, არამედ ყველას, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამოქალაქეს, გამოვიდნენ ქუჩაში და შემოუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? უბრალოდ წარმოიდგინეთ, როგორი დემონსტრაცია იქნება. ასე რომ, “ქართული ოცნება” ძალიან მართალია, რომ სასიკვდილოდ იბრძვიან ამ პოსტისთვის, მაგრამ ეს ბრძოლა მათ უკვე წაგებული აქვთ”, –განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები