გიორგი ლომია: „ნაცმოძრაობა“ და „ევრონაცები“ არასდროს ცალ-ცალკე არ ყოფილან, ეს სპექტაკლი სულ სხვა რამისთვის დაიდგა

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ შერიგება უფრო სპექტაკლს ჰგავს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლომია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.
„უფრო მეტად ჰგავს შვილი მამას რომ გაებუტება, მაგრამ მაინც შვილად რჩება და მერე რიგდებიან.
არასდროს ცალ-ცალკე არ ყოფილან „ნაცმოძრაობა“ და „ევრონაცები“. ეს სპექტაკლი სულ სხვა რამისთვის დაიდგა. აქაც სერიოზული შეცდომა მოუვიდა „ნაცმოძრაობას“. როცა მიხვდნენ, რომ „ნაცმოძროაბის“ ავტორიტეტი ეცემა ქვეყანაში, იფიქრეს, მოდი გავიყოთ და რებრენდინგი მოვაწყოთო. თქვენზე, ნელ-ნელა ხალხს დაავიწყდება, რომ „ნაცმოძრაობა” ხართ, ლიბერალური ძალა იქნებით, პროდასავლური, ა.შ. და ხალხი ხმას მოგცემთო. ეს გეგმა არ განხორციელდა, დღეს „ნაცმოძრაობას“ იმაზე მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე რებრენდინგის შემდეგ შექმნილ „ევრონაცებს“, – განაცხადა ლომიამ.
შეგახსენებთ, გუშინ ჰელსინკში გიგი უგულავა და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ.
ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
​მისი თქმით, ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები