გიორგი ლომია: დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, არა „ნაცმოძრაობას“

დღეს უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, არა „ნაცმოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს არ უჭერს გრიგოლ ვაშაძეს, რადგან არ სურს „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი რეჟიმი დაბრუნდეს.
ლომიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მათი არჩევანი იძულებითია.
„ ჩვენ გვეგონა, რომ ხელისუფლება მზად იყო, მოეგო ეს არჩევნები, მაგრამ ხელისუფლება შეცდა. საზოგადოებამ თავისი სათქმელი თქვა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს, არ ვუჭერთ მხარს გრიგოლ ვაშაძეს, არ გვინდა, რომ 9-წლიანი რეჟიმი დაბრუნდეს. ჩვენ დღეს არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის, იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. იმსახურებს, თუ არა ხელისუფლება მხარდაჭერას? არ იმსახურებს. იმსახურებს ჩვენი ქვეყანა თუ არა იმას, რომ დაბრუნდეს „ნაცმოძრაობა“ ? არ იმსაუხრბს. თუ ჩვენ ამ ორი არჩევანის წინაშე ვდგავართ , მაშინ პასუხი ნათელია – არა „ნაცმოძრაობას“. იძულებითი არჩევანია , ამ იძულებისთვის მოვთხოვთ ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ , საზოგადოება არ აპატიებს ხელისუფლებას ასეთ შეურაცხყოფას , მაგრამ დღეს უნდა გადავარცინოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლომიამ.
შეგახსნებთ, საპრეზიდენტო არჩვენების წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% , ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები