აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოში აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული გიორგი ნადარეიშვილის სახელობის სკვერი მოეწყობა
უახლოეს პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით სოფ. ონტოფოში გიორგი ნადარეიშვილის სახელობის სკვერი მოეწყობა. აბაშის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამის შესახებ 8 აგვისტოს აბაშის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა განაცხადა.
„აბაშის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, გიორგი ნადარეიშვილი არის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას 2008 წლის აგვისტოში. ჩვენი სურვილია, სოფელში სადაც ის დაიბადა და გაიზარდა, მოეწყოს სკვერი მისი სახელის უკვდავსაყოფად“ – განაცხადა მამუკა კვიტაშვილმა.
ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გმირულად დაიღუპნენ აბაშელები – სერგო მელია და გიორგი ნადარეიშვილი.