კასპში სასაფლაოს დასუფთავების აქცია გაიმართა
შპს “კასპისკეთილმოწყობა”-ს დასუფთავების სამსახურმა ქალაქის სამი სასაფლაოდან ერთ სასაფლაოზე (მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე) დასუფთავების აქცია ჩაატარა.
აღნიშნული აქცია აუცილებელი იყო, ვინაიდან სასაფლაოსა და მისასვლელ გზაზე დიდი რაოდენობის ნარჩენი ეყარა. იქვე განთავსებული ნარჩენის ურნები კი – სამწუხაროდ ყველა ცარიელი აღმოჩნდა – აღნიშნა აქციის მონაწილემ, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა. ჩვენ სხვა სასაფლაოების დასუფთავებასაც ვგეგმავთ და კარგი იქნება თუ მოსახლეობა შემოგვიერთდება და ჩვენთან ერთად ახლობლების სასაფლაოს და მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.
R