ელგუჯა გოცირიძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. დეპუტატი ამჯერად ტყიბულს ეწვია და ადგილობრივებთან შეხვდა ბიუროს ოფისში გამართა . მაჟორიტარი დეტალურად გაეცნო მოქალაქეთა პრობლემებს, რომელთა შორის ყველაზე აქტუალური კვლავ დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები იყო.
დეპუტატის ბიურომ შეხვედრის დროს გამოკვეთილ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე მუშაობა უკვე დაიწყო.
იმავე დღეს ელგუჯა გოცირიძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო , რომლის ფარგლებშიც სამადლობელი სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდა 2015-2016 სასწავლო წლის წარჩინებული 24 მოსწავლე . მაჟორიტარმა, უკვე ტრადიციულად, სახელობითი სტიპენდიც გამოავლინა. ეროვნულ გამოცდებზე მიღებულ ქულათა მიხედვით საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტს , უჩა ჩიტიძეს დეპუტატის სტიპენდია დაენიშნა.
– „საოცრად მსიამოვნებს ამ ღონისძიებაზე დასწრება . ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მის ორგანიზატორებს! ჩემი აქ ჩამოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთადერთი: სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ ბავშვებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს , რომლებიც სწავლითა და მონდომებით გამოირჩევიან, რომელთა იმედიც შეიძლება ჰქონდეს ამ ქვეყანას და მათ შორის მეც , როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს. მახარებს და მაიმედებს ასეთი ახალგაზრდების სიმრავლე ჩვენს ქვეყანაში “ -განაცხადა ელგუჯა გოცირიძე.
ამასთან, სოლიდური ფულადი პრიზებით ის მასწავლებლები დაჯილდოვდნენ, რომელთა სადამრიგებლო კლასშიც მედალოსანი მოსწავლეები ირიცხებოდნენ .