კასპში ტრენინგი “დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლები“, გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ევროსაბჭოს და ევროკავშირის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ინფორმირებული მოქალაქე – ძლიერი თვითმმართველობა“ -ს ფარგლებში, ბორჯომში ორდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი შეეხებოდა “დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი დემოკრატიის საფუძვლებს“, რომელსაც ევროსაბჭოს ტრენერი ამირან გიგინეიშვილი უძღვებოდა.
ტრენინგს ესწრებოდნენ პროექტის სამუშაო ჯგუფის, 6 ადმინისტრაციულ ერთეულის სათემო საკონსულტაციო ჯგუფების წევრები, გამგეობის და საკრებულოს მოხელეები.
ტრენინგს ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ დირექტორი, ექსპერტი გიორგი მესხიძე, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე პროექტის მიმდინარე და შემდგომ ჩასატარებელ საკითხებზე იმსჯელეს.
პროექტის და ტრენინგის შესახებ, ტრენინგის მონაწილეებს მოკლე ინფორმაცია მიაწოდა კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა – სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გოჩა გოჩიტაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები