თერჯოლა – ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს

თერჯოლა – ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს განაგრძობს. ელგუჯა გოცირიძე ამჯერად სოფელ კვახჭირის მოსახლეობას შეხვდა. საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილიც ესწრებოდა.
დეპუტატის ინიციატივით, მომავალი თაობის აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სოლიდური ფულადი პრიზით დაჯილდოვდა სოფლის უხუცესი პედაგოგი მზიური კვარაცხელია.
შეხვედრის ფარგლებში, დეპუტატმა, უკვე ტრადიციულად, სახელობითი სტიპენდიანტებიც გამოავლინა.
მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, დეპუტატის სტიპენდია ამჯერად კვახჭირის სკოლის კურსდამთავრებულებს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტ დებს, მაგდა და ნინო ჩხიკვაძეებს დაენიშნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები