ახალქალაქი – რკონის გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
ახალქალაქი – რკონის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ერთაწმინდა – რკონის მონაკვეთის შეკეთების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ზაზა მარიდაშვილმა დაათვალიერა.
“გზის სიგრძე 22 კილომეტრია და მოვლა-შენახვის სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს. მოიხრეშება, დაპროფილდება და კივუეტები მოეწყობა გზის 10-კილომეტრიან მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოს შესრულება მნიშვნელოვანია, რადგან რკონის ხეობას გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე და ზამთარშიც ათასობით ადამიანი, მათ შორის უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ”, – აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“ ახორციელებს.