ბოლნისში, სანიაღვრე სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

ქალაქ ბოლნისში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის ქსელი მოეწყობა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,რიგელი” ახორციელებს. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სანიაღვრე სისტემების მშენებლობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები