ბოლნისის გამგებელმა უხუცეს ქალბატონებს დაბადების დღე მიულოცა

სოფელ აკაურთაში მცხოვრები ჰაჯარ ხალილოვა მუნიციპალიტეტში ასაკით ერთ-ერთი უხუცესი ქალბატონია, ის 103 წლის გახდა.
მოხუცს წელს განსხვავებული დაბადების დღე აქვს, იუბილე მას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა.
„მოხუცს წელს განსხვავებული დაბადების დღე აქვს, იუბილე ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიულოცა. ჰაჯარ ხალილოვა რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ასაკის მიუხედავად, ის თავს კარგად გრძნობს, მუნიციპალიტეტისგან თაიგულთან ერთად, მან საჩუქრად ფულადი თანხაც მიიღო, 500 ლარის ოდენობით. საპენსიო ბარათზე 500 ლარი, მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით, სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ 100 წლის იუბილარს, სანამ ალიევასაც ჩაერიცხა“, -აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები