გურჯაანში ძლიერმა სეტყვამ ვენახები დააზიანა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, ძლიერმა სეტყვამ, საკარმიდამო ნაკვეთებში ბაღჩეული კულტურა და ვენახები დააზიანა.
დატბორილია რამდნიმე საცხოვრებელი სახლი.
ზარალის ოდენობას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.