ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის სოფლები დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ლაგოდეხის რაიონის სამი სოფელი: ნინიგორი, აფენი და გიორგეთი დააზარალა.
დაისეტყვა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ბოსტნეული კულტურა. ძლიერმა ქარმა ელექტროსადენებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამ დროისთვის სოფლებში გამგეობის წარმომადგენლები სტიქიით მიყენებულ ზარალს სწავლობენ.