მესტიის მუნიციპალიტეტში სტიქიის გამო, ოთხი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მესტიის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო, ოთხი სოფელი – ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მესტიის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის შედეგადაც, აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია.
​იფარის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ სრულიად გაანადგურა, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც.
ხაიშის ტერიტორიულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფელ გაღმა ხაიშის და სოფელ ზედა ვედის მოსახლეობა. სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი – კაპიტონ ჟორჟოლიანი.
მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები