ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში საჯარო შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანული კულტურის, ფოლკლორისა და ტრადიციების გაცნობის მიზნით, ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკაში საჯარო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიისა და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც აღწერილია აზერბაიჯანელი აშუღების შემოქმედება და ხალიჩების დამზადების ტექნოლოგიები.
შეხვედრა აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფოლკლორისტებისა“ და აზერბაიჯანის ხელოვნების აკადემიის ინიციატივით მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები