უეფას ევროპა ლიგაზე ქართული კლუბები 29 ივნისიდან ჩაერთვებიან

0

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა. ქართული კლუბები ტურნირში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმებიან და სამივე მათგანს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდა:

“ჩიხურა” (საქართველო) – “ალტახი” (ავსტრია)

“იაგელონია” (პოლონეთი) – ბათუმის “დინამო” (საქართველო)

“ტრენჩინი” (სლოვაკეთი) – “ტორპედო” (საქართველო)

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისს და 6 ივლისს გაიმართება.

“ჩიხურა”-“ალტახის” წყვილში გამარჯვებულს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრესტის “დინამო” ელის, “იაგელონია”-ბათუმის “დინამოს” შორის გამარჯვებული აზერბაიჯანულ “გაბალას” დაუპირისპირდება, “ტრენჩინი”-“ტორპედოს” შორის საუკეთესო კი თელ-ავივის “ბნეი იეჰუდასთან” ითამაშებს.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 13 და 20 ივლისს ჩატარდება.
“ჩიხურა” თავის საშინაო შეხვედრა თბილისში “დინამო არენაზე” ჩაატარებს, რაც შეეხება “ბათუმსა” და “ტორპედოს” ისინი მეტოქეებს ქუთაისში მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი