ირაკლი ზარქუა: ვერასდროს გახდებით ვერც კვარაცხელიები და ვერც დანარჩენი მაგარი ქართველები, რომლებმაც თავისი შრომითა და მონდომებით საქართველოს სახელი ევროპაში გაიტანეს

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა for.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

„გვარამია რომ გამოვა და ლიდერობაზე ექნება პრეტენზია, ჩახდილების ღირსეული ბელადი შეიძლება, გახდეს, თორემ თქვენ ვერასდროს გახდებით ვერც კვარაცხელიები და ვერც დანარჩენი მაგარი ქართველები, რომლებმაც თავისი შრომითა და მონდომებით საქართველოს სახელი გაიტანეს ევროპაში და კიდევ უფრო წინ წავალთ. ყველამ ვიცით, როგორი მცდელობა გაქვთ, რომ დააბულინგოთ და ათქმევინოთ. ერთი ვიცით – არა რუსულ კანონს, კი გამჭვირვალობასა და კი ევროპას, ეს არის ჩვენი მიდგომა და ჩვენ ამას მივაღწევთ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, სააგენტო for.ge ოპოზიციონერი ლიდერების ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს.
გავრცელებულ ჩანაწერებში, სხვა საკითხებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარს შეეხება.

წყაროს ცნობით, მოსაუბრეები ნიკა გვარამია, აკაკი მინაშვილი და ნიკა ფარულავა არიან. ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები