“ახალი სამსახური მაქვს” – ინალ არძინბა მიმართვას ავრცელებს

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ამბობს, რომ აქვს ახალი სამსახური და რომ უკვე მოსკოვში იმყოფება.

მის მიმართვას ე.წ. უწყების მედიაცენტრი ავრცელებს.

“გადადგომის შესახებ განცხადება სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით დავწერე. დაგეგმილი გადაწყვეტილება იყო. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც შედეგისთვის ვიბრძოდით. დიდი სამუშაო ჩატარდა. წინ კიდევ უფრო მეტი საქმეა აფხაზეთის რესპუბლიკის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ნაბიჯს მომავლისკენ გავაკეთებთ, პროგრესისკენ გადავდგამთ ნაბიჯს”, – აცხადებს არძინბა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ასლან ბჟანიამ არძინბა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ ყოფილი ე.წ.მინისტრი ე.წ.სუს-ში იყო დაბარებული. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ე.წ.მინისტრი აფხაზეთის დატოვებას ერთი კვირაა, ვერ ახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები