,,პარასკევს, 10 მაისს ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვა ორშაბათს, 13 მაისს იქნება.
,,ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.
ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”, – წერს ოხანაშვილი.