შვიდმაისობა და ბედნიერების წვიმა თბილისში

შვიდმაისობა  თბილისური ტრადიციაა, რომელიც ბანიან ქალაქში დაიბადა.
ძველი თბილისის არქიტექტურა გამოირჩეოდა ბანიანი სახლებით. მივიწყებული ტრადიციის მიხედვით, ყოველი წლის 7 მაისს ახალგაზრდა ქალიშვილები იკრიბებოდნენ საცხოვრებელი სახლების ბანზე.

მთელი დღე მღეროდნენ, ცეკვავდნენ და მხიარულ საუბარში ატარებდნენ დროს. თან ცას შეჰყურებდნენ. საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა!
ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…
ამბობენ, რომ გაზაფხულის ბოლო თვეს ამ რიტუალით წვიმის გამოწვევა სურდათ, რათა ცხელი ზაფხული აეცილებინათ ქალაქისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები