ირაკლი ზარქუა: ბატონო მილერ, შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ – არასწორი ხართ და ეს მინდა, იცოდეთ

“ქართული ოცნების”  წევრი, ირაკლი ზარქუა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა.

“დღითი დღე გვაოცებს ბატონი მილერი. ის არის თეთრი სახლის სპიკერი. მე მგონი, ეს კაცი შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი, ან არ იცნობს თავის კანონმდებლობას და ჰაერზე საუბრობს. მე მოვუწოდებდი მას, რომ იქნებ მეტად გახდეს კომპეტენტური, მეტად ჩაიხედოს იმ კანონებში. ბატონო მილერ, თქვენ რაც ბრძანეთ, რომ თურმე მთავრობების დაორგანიზებით მოქმედი ორგანიზაციები, თუ ესა თუ ის პირები ხვდებიან “ფარას” რეესტრში და თურმე დანარჩენებს ეს არ ეხებათ? არ არის ასე. შეცდომაში ხართ შეყვანილი, ან გვატყუებთ. იმიტომ რომ ქალბატონ გიული ალასანიასა და მის გარემოცვაზე ჩვენ სწორედ “ფარადან” გავიგეთ. ისინი არ ყოფილან მთავრობის დაკვეთით, ისინი არიან ჩვეულებრივი ფიზიკური პირები, როლებიც პირადი ინტერესებით მოქმედებდნენ და მოხვდნენ “ფარას” შესაბამის რეესტრში. მადლობა თქვენთან მოქმედ “რუსულ კანონს”, სწორედ იქიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი ოჯახს, რომ ამერიკელ ლობისტებს დაეწერათ რეზოლუციისთვის ტექსტი. იმედი მაქვს შემდეგში გამოხვალთ და დააკორექტირებთ თქვენს განცხადებას, ან ბოდიშს მოიხდით ამ სიცრუისთვის. რა ვიცი, რაღაც გააკეთეთ, არასწორი ხართ და ეს მინდა იცოდეთ,” – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: “წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს, თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები