“პუტინს ევროპაში იმპერიების და ავტოკრატიების დაბრუნება უნდა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ევროპაში იმპერიების და ავტოკრატიების დაბრუნება უნდა, რითაც კანონებზე დამყარებულ ევროპულ წესებს დაანგრევს.

ამის შესახებ ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კატოვიცში, ევროპის ეკონომიკურ კონგრესზე გამოსვლის დროს განაცხადა.

“პუტინის ომი ევროპის რუკის გადაკეთების მცდელობაა, მაგრამ ეს ასევე არის ომი ჩვენი კავშირის და მთელი გლობალური სისტემის წინააღმდეგ, რომელიც წესებზეა დაფუძნებული”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, პუტინს სურს, ევროპაში იმპერიული და ავტოკრატიული მმართველობები დააბრუნოს.

“ევროპის დაცვა მთელი ევროპის ამოცანაა”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ შეუძლებელია ნამდვილი უსაფრთხოება ძლიერი ეკონომიკის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები