გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე 13-15 მაისს საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი 13-15 მაისს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„13-15 მაისს ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თბილისს ვეწვევი, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს. ჩემთან ერთად იქნებიან ჩემი გამორჩეული კოლეგები ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან. მოუთმენლად ველოდებით მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და გაბედული სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას“, – წერს როთი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები