Eurovision 2024-ის პირველ ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

შვედეთის ქალაქ მალმეში Eurovision 2024-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: სერბეთი, პორტუგალია, სლოვენია, უკრაინა, ლიეტუვა, ფინეთი, კვიპროსი, ხორვატია, ირლანდია და ლუქსემბურგი.

წლევანდელ კონკურსს პოლონეთი, აზერბაიჯანი, ისლანდია, ავსტრალია და მოლდოვა გამოეთიშნენ.

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე 9 მაისს მე-11 ნომრად მეორე ნახევარფინალში წარდგება.

Eurovision 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები