ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ ასლან ბჟანიას განკარგულებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ე.წ. მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს, ირაკლი ტუჟბას დაეკისრა.
ინალ არძინბა თანამდებობას 2021 წლის 17 ნოემბრიდან იკავებდა.
რა გახდა გადაწყვეტილების მიღების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.