მაშველებმა სვანეთში, მდინარეში მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს – სამძებრო სამუშაოები გრძელდება

რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მდინარე ნაკრაში დაკარგული მეორე მოზარდის ცხედარიც იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. კიდევ ერთი პირის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს მესტიის სოფელ ნაკრაში სამი ახალგაზრდა მდინარეში ავტომობილით გადავარდა. შემთხვევა მდინარე ნაკრასა და ენგურის შესართავთან მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები