მედია: ინალ არძინბა ე.წ. სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება და ერთი კვირაა, აფხაზეთის დატოვებას ვერ ახერხებს

ოკუპირებული აფხაზეთის უკვე ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ე.წ.სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება.

ამის შესახებ ტელეგრამის არხი “აბხაზსკი პორტალ” წყაროზე დაყრდნობით წერს.

ასევე, მათთვის ცნობილი ხდება, რომ არძინბა უკვე ერთი კვირაა, რაც აფხაზეთის დატოვებას ვერ ახერხებს. გასვლის აკრძალვის არაოფიციალური განკარგულება ასლან ბჟანიამ გასცა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ინალ არძინბა ე.წ. თანამდებობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები