ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც, დასავლური მედიის შეფასებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე მემარჯვენე ოპოზიცია გაიმარჯვებს და დაამარცხებს მმართველ პარტიას, რომელმაც კორუფციის აღმოფხვრა და ევროკავშირში გაწევრიანებასა და მოლაპარაკებებში წინსვლა არ აქვს.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

როგორც მედია წერს, ოპოზიციურმა პარტიამ, „მაკედონიის შიდა რევოლუციური ორგანიზაცია – დემოკრატიული პარტია მაკედონიის ეროვნული ერთიანობისთვის“ გასულ თვეს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოსალოდნელზე მაღალი შედეგები აჩვენა, რაც ამომრჩეველთა იმედგაცრუებაზე მიუთითებს მმართველი სოციალ-დემოკრატების მიმართ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა, გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ ამომრჩევლების ხმათა 40.08%, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა – სტევო პენდაროვსკიმ 19.93% მიიღო.

ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი 2020 წელს გახდა, თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე დაბრკოლებას საბერძნეთისა და ბულგარეთის მხრიდან შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები