ბელგოროდის რეგიონის ბორისოვის რაიონში მიკროავტობუსს დრონით დარტყმა მიაყენეს. იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 35-მა მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, მათ შორის ორი ბავშვია.
ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
გლადკოვის ინფორმაციით, ბორისოვის რაიონის სოფელ ბერეზოვკასთან ორი “გაზელ”-ი, რომლებსაც საწარმოს თანამშრომლები გადაჰყავდათ, ასევე მსუბუქი ავტომობილზე თავდასხმა მოხდა.
იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი ადგილზე დაიღუპა.